საერთაშორისო
დამკვირვებლები აკრიტიკებენ ყირგიზეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, მიუხედავად იმისა
რომ საარჩევნო კომისიამ ამ ქვეყნის პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი უკვე გამოაცხადა გამარჯვებულად.
ეუთოს დამკვირვებლებმა დაიწუნეს აღნიშნული არჩევნები საარჩევნო სიებში არსებული უზუსტობების, ხმის მიცემის პროცედურის დარღვევის და სხვა ხარვეზების გამო.
გარდა ამისა დამკვირვებლები აცხადებენ რომ პრეზიდენტმა ბაკიევმა სახელმწიფო სტრუქტურები გამოიყენა გამარჯვების მისაღწევად.
ეს განცხადებები ოპოზიციის ლიდერის ალმაზბეკ ატამბაევის წისქვილზე ასხავს წყალს, რომელიც არჩევნების გაყალბების შესახებ საუბრობს.
ყირგიზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით ბაკიევი ხმათა 86%-ით ლიდერობდა ამ არჩევნებში.