ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალების შემადგენლობაში მზარდი დანაკარგების გამო ქვეყანაში დებატები გაჩაღდა

დიდ ბრიტანეთს ავღანეთში 9,000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს და ამ სამხედრო ძალების დაახლოებით ერთი მესამედი მონაწილეობს ახლახან დაწყებულ საომარ ოპერაციაში სახელწოდებით “ავაზას კლანჭი,” რომელიც ჰელმანდის პროვინციაში თალიბი მეამბოხეების განადგურებას ისახავს მიზნად. ზუსტად ამ პროვინციაში გზისპირას ჩაფლული ბომბების გამო იღუპება ბრიტანელი ჯარისკაცების უმეტესობა.

სამხედრო ძალებში დანაკარგების ზრდა ბრიტანეთში ძალზედ მწვავე რეაქციას იწვევს. ბრიტანეთის სამხრეთში მდებარე პატარა ქალაქ უოტონ ბასეტში სამეფოს დროშებში გახვეულ ჯარისკაცთა კუბოებს სულ უფრო ხშირად ხალხმრავალი დემონსტრაციებით ხვდებიან პატივის მისაგებად.

როგორც ბრიტანეთის სამეფოს გაერთიანებული სამხედრო ძალების ინსტიტუტის ანალიტიკოსი მალკოლმ ჩალმერსი აღნიშნავს, დღემდე საზოგადოება სათანადო ყურადღებას არ აქცევდა ავღანეთში მომხდარ მოვლენებს.

“დებატები უფრო ინტენსიური გახდა და ამ დებატების მონაწილეები აკვირდებიან საკუთარ პასუხებს და ხვდებიან რომ განმარტებები არაა დამარწმუნებელი ვინაიდან ავღანეთში შექმნილი მდგომარეობა კვლავაც საკმაოდ რთულია და სწრაფ გადაწყვეტილებებს არ ექვემდებარება.”

აზრთა სხვადასხვაობა განსაკუთრებით შესამჩნევია პარლამენტში, სადაც პრემიერ მინისტრ გორდონ ბრაუნს ყოველდღე უსვამენ კრიტიკულ კითხვებს სამხედრო სტრატეგიის, სამხედრო ძალების კონცენტრაციის დონისა და ჯარისკაცების აღჭურვილობის შესახებ. ამგვარად ბატონ ბრაუნს ხშირად უწევს თავისი პოზციების გამუდმევით დაცვა და გამართლება.

“ბატონო სპიკერო, ჩვენ მუდმივად ვიხილავთ ავღანეთში ჩვენი სამხედრო ძალების კონცენტრაციის დონეს იმისდამიხედვით თუ რას მოითხოვს ოპერატიული აუცილებლობა. და ამ მხრივ მე უნდა ავღნიშნო, რომ ავღანეთში მყოფი ჩვენი სამხედრო მეთაურები და ჩვენი სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლობა მარწმუნებენ რომ ჩვენ საკამრისი სამხედრო ძალები გვყავს ავღანეთში მიმდინარე ოპერაციების განსახორციელებლად.”

მაგრამ სამხედრო ხელმძღვანელობის ზოგიერთი წარმომადგენელისგან ხშირად კრიტიკული შენიშვნები ისმის. ბრიტანეთის სახმელეთო ჯარის გენერალი რიჩარდ დანატი ითხოვს უკეთეს აღჭურვილობას ჯარისკაცების გზისპირა ბომბებისგან დასაცავად.

ყოფილი სამხედრო და ამჟამად ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის წევრი პარლამენტში ადამ ჰოლოუეი აღნიშნავს, რომ კითხვები ავღანეთში სამხედრო ძალების დონისა და მათი აღჭურვილობის შესახებ სავსებით სამართლიანია. ჰოლოუეი დასძენს რომ მეამბოხეებთან საომარ მოქმედებებში საბრძოლო უპირატესობის მიღწევის მიუხედავად დასავლეთი ავღანელი ხალხის ნდობას კარგავს.

ჰოლოუეის აზრით ამ მეორე ფრონტზე მოგება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ როცა ბომბებისა და ჯარისკაცების სანაცვლოდ ავღანეთის ქალაქებსა და სოფლებში უზრუნველყოფილი იქნება უშიშროება და ეკონომიკური განვითარება.

“ჩვენ შეგვიძლია მათი დაბომბვა მანამდე სანამ ისინი ქვის ხანაში არ აღმოჩნდებიან, მაგრამ ამ გზით თალიბანის პრობლემა არ აღმოიფხვრება. მხოლოდ თვით ავღანელებს შეუძლიათ ამის განხორციელება და ჩვენ მათ ამაში უნდა დავეხმაროთ.”

ჰოლოუეის თქმით უფრო მეტი უცხოური სახელმწიფოს სამხედრო ნაწილი არის აუცილებელი წესრიგის დასამყარად მეამბოხეებით აწიოკებულ პროვინციებში როგორიცაა ჰელმანდი. მაგრამ იმავდროულად ავღანური ჯარის გაწვრთნისა და განვითარების საკითხებს უფრო დიდი ყურადღება უნდა მიენდოს. ჰოლოუეი აგრეთვე აღნიშნავს რომ დასავლეთის უპირობო მხარდაჭერა ავღანეთის მთავრობის ლიდერის, ჰამიდ კარზაის მიმართ, არ არის გამართლებული, ვინაიდან კარზაის მთავრობას ქვეყნის შიგნით აღიქვამენ როგორც კორუმპირებულსა და არაეფექტურს.

ამდენად ბუნებრივად იბადება კითხვა თუ რამდენად შემცირდება ინგლისელი ხალხის მხარდაჭერა ავღანეთში საბრძოლო მისიის გაგრძელების მიმართ.

ამასთან დაკავშირებით სამხედრო ანალიტიკოსი მალკოლმ ჩალმერსი აღნიშნავს რომ იგი სულაც არ გამორიცხავს ასეთ შესაძლებლობას.

“თუ ჰელმანდის პროვინციაში კონკრეტულ შედეგებს არ მივაღწევთ, მაშინ ხალხი იტყვის, ‘როგორც ჩანს, ჩვენ ვეცადეთ მაგრამ არ გამოგვივიდა და ამიტომ უნდა დავრბრუნდეთ შინ.’”

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაზარდეს სამხედრო ძალები ავღანეთში და ნატოს წევრები პირდებიან უფრო მეტი რესურსების გამოყოფას მეამბოხეთა საწინააღმდეგოდ და უშიშროების უზრუნველსაყოფად აგვისტოში დაგეგმილი ეროვნული არჩევნების მოახლოვებასთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG