ანკარაში, თურქეთმა და ევროკავშირის ქვეყნებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელმაც ევროპის დამოკიდებულება უნდა შეამციროს რუსულ გაზზე.
ნაბუქოს გაზსადენზე სამთავრობოთაშორისო ხელშეკრულებას, ხელი მოაწერეს თUრქეთის, ავსტრიის, ბულგარეთის, რუმინეთის და უნგრეთის პრემიერ მინისტრებმა.
ამ გაზსადენის საშუალებით კასპიის რეგიონიდან რუსეთის გვერდის ავლით მოხდება გაზის ტრანსპორტირება.
ნაბუქოს პროექტის ხელმოწერის ცერემონიას ასევე ესწრებიან ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროსო, ამერიკის ელჩი ენერგეტიკის საკითხებში რიჩარდ მორნინგსტარი და ერაყის პრემიერ მინისტრი ნური ალ მალიკი.
სამიტზე გაკეთებული გამოსვლისას, პრეზიდენტმა სააკაშვილა განაცხადა, რომ საქართველო სოლიდარობას გამოხატავს არამხოლოდ სიტყვით და რომ მისი ანკარაში ჩასვლა ამის დასტურია.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შარშანდელი ომი, აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და გაზის გათიშვა ევროპისთვის, ერთმანთთან დაკავშირებული მოვლენები იყო და რომ 21 საუკუნის ინსტრუმენტი, გაზი და მისი მოხმარება ახლა მე19 საუკუნისთვის დამახასიათებელი სქემებით ხდება.