ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 4 ჯარისკაცი დაიღუპა


ავღანეთში მებრძოლი კოალიციის ძალების ინფორმაციით ქვეყნის სამხრეთში თვითნაკეთი ბომბების აფეთქების შედეგად დაიღუპა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 4 ჯარისკაცი.

ნატოს ჯერჯერობით არ განუცხდებია დაღუპული ჯარისკაცების ეროვნების შესახებ. ალიანსში არც იმის შესახებ დააკონკრეტეს ინფორმაცია იყო თუ არა ეს აფეთქებები კამიკაძე ტერორისტების მიერ მოწყობილი.

გარდა ამისა, ნატომ დასძინა, რომ ჭრილობებისგან დაიღუპა კიდევ ერთი ჯარისკაცი, რომელიც ივნისში დაიჭრა.

ამ ფონზე, ავღანელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კოალიციის ძალებმა, ადგილობრივ პოლიციასთან ერთად, სპეცოპერაციისას ურუზგანის პროვინციაში 12 ეჭვმიტანილი მეამბოხე მოკლა.

ავღანეთის ლოგარის პროვინციაში, ოთხი პოლიციელი დაიღუპა გზის პირას დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად. ჰელმანდის პროვინციაში, მსგავსმა ინციდენტმა 2 პოლიციელის სიცოცხლე იმსხვერპლა.

XS
SM
MD
LG