ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზ. ობამა ამერიკაში დაბრუნდა



შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა სამშობლოში დაბრუნდა საზღვარგარეთ მოგზაურობის შემდეგ.

შაბათს ბარაქ ობამამ განას პარლამენტში გამოსვლისას აფრიკელებს მოუწოდა უფრო დაჟინებით ებრძოლონ სიღარიბეს ომსა და კორუფციას.

მისი თქმით აფრიკას არ ჭირდა ძლიერი ლიდერები, აფრიკას ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები სჭირდება. ბარაქ ობამას განცხადებით სამწუხაროდ აფრიკის ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის ღირსეული ხელისუფლებით.

ობამას ვიზიტის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტი იყო როდესაც მან ყოფილი მონათა ბაზარი მოინახულა, საიდანაც აფრიკელი მონები ამერიკაში მიჰყავდათ.

XS
SM
MD
LG