ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მექსიკაში ძალადობას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


მექსიკის მიჩოაკანის შტატში ბანდიტები ფედერალურ ძალებს დაესხნენ თავს 5 კაცი მოკლეს და 18 დაჭრეს.

მექსიკის პოლიციის განცხადების თანახმად ეს თავდასხმა ნარკო კარტელის ერთ-ერთი ლიდერის დაპატიმრებით იყო გამოწვეული.

არნოლდო რუედა ლა ფამილია მიჩოაკანას ნარკო კარტელის წარმომადგენელი შაბათს დააპატიმრეს ქალაქ მორელიაში. ამის შემდეგ პოლიციის იმ განყოფილებაზე სადაც ეჭვმიტანილი ჰყავდათ დაპატიმრებული ოცამდე შეიარაღებულმა კაცმა მიიტანა იერიში ხელყუმბარების და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.

მართალია თავდამსხმელებმა ვერ მოახერხეს თავიანთი მეგობრის განთავისუფლება, მაგრამ სხავადსხვა შეტაკებებში სამი ფედერალური აგენტი და ორი ჯარისკაცი მოკლეს.

XS
SM
MD
LG