ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის სამხედრო ძალები ქალაქ ურუმჩიში პატრულირებას იწყებენ


ჩინეთის სამხედრო ძალები ქალაქ ურუმჩიში პატრულირებას იწყებენ, პრეზიდენტი ჰუ ჟინტაო ბრუნდება ჩინეთში. ოთხშაბათს უშიშროების ძალებმა დაიწყეს ჩინეთის სინიანგის პროვინციის დედაქალაქის პატრულირება ეთნიკური შეტაკებების ჩახშობის მიზნით. ჩინეთის პრეზიდენტი ჰუ ჟინტაო იტალიაში მიმდინარე დიდი რვიანის შეხვედრიდან დაბრუნდა რათა ყურადღება დაუთმოს ეთნიკურ შეტაკებებს ჩინეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ურუმჩიში. ჩინეთის სამხედრო ძალები ამჟამად განლაგებულნი არიან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სადაც ისინი აშორიშორებენ ჩინელებითა და უიღურებით დასახლებულ უბნებს. მიუხედავად ქუჩებში ძალის გამოყენებისა და შვეულმფრენებით მდგომარეობის მუდმივად მონიტორინგის, ოთხშაბათს დაფიქსირებული იყო რამოდენიმე შეტაკება. ჩინელი მცხოვრებლნი თავს ესხმოდნენ მუსულმან უიღურებს ქალაქ ურუმჩის სხვადასვა უბნებში.

ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებების ცნობით ბატონმა ჰუმ დატოვა დიდი რვიანის შეხვედრა იტალიის ქალაქ ლაქვილაში. მის ნაცვლად თადბირს დაესწრება სახელმწიფო მრჩეველი დაი ბინგუო.

სინიანგის პროვინციაში გამოცხადებულია კომენდანტის საათი იმის შემდეგ რაც კვირას დაწყებული ეთნიკური შეტაკებების შედეგად 156 ადამიანი დაიღუპა და 1,000-დე დაშავდა.

XS
SM
MD
LG