ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავს მოსკოვში


პრეზიდენტი ობამა ელის “განსაცვიფრებელ პროგრესს“ მოსკოვში გამართული უმაღლესი დონის შეხვედრიდან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა აღნიშნავს, რომ იგი ელის “განსაცვიფრებელ პროგრესს“ მთელ რიგ საკითხებზე, რომლებიც განხილულ იქნა უმაღლესი დონის შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან მოსკოვში. ბატონმა ობამამ გაიზიარა მისი მოლოდინი ორშაბათს ანუ რუსეთის ხელმძღვანელობასთან ორდღიანი მოლაპარაკებების დასაწყისში.მისი თქმით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს აკავშირებთ უფრო მეტი საერთო ინტერესი ვიდრე სხვაობა და მან იწინასწარმეტყველა რომ ამერიკა-რუსეთის უმაღლესი დონის შეხვედრის შედეგები სასარგებლო იქნება ორივე ქვეყნის ხალხებისთვის. ორი პრეზიდენტი მოლაპარაკებას აწარმოებენ ახალი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომელიც 1991 წლის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებას შეცვლის. აღსანიშნავია რომ ამ უკანასკნელის მოქმედების ვადა იწურება ამა წლის დეკემბერში. რუსეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში ბატონმა ობამამ აღნიშნა, რომ მისი ამოცანაა ბირთვული შეიარაღების შემცირება ისეთნაირად რომ ამან არ გამოიწვიოს ისეთი მდგომარეობის შექმნა როცა ან ამერიკის შეერთებულ შტატებს ან რუსეთს უპირატესობა ექნება ერთი მეორეს წინააღმდეგ. ორშაბათს ოფიცილაურმა პირებმა განაცხადეს რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა მიაღწიეს შეთანხმებას ტექსტზე, რომლითაც გაფორმდება შეთანხმების მონახაზი ბირთვული შეიარაღების შემცირების თაობაზე.

XS
SM
MD
LG