ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამას საერთაშორისო ვიზიტი


პრეზიდენტი ობამა ემზადება რუსეთში დაგეგმილი უმაღლესი დონის შეხვედრებისთვის, დიდი რვიანის თათბირისათვისა და აფრიკაში პირველი ვიზიტისთვის.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ემზადება საერთაშორისო მოგზაურობის შემდგომი რაუნდისთვის. კვირას საღამოს იგი ვაშინგტონიდან მიფრინავს მოსკოვში, სადაც გაიმართება უმაღლესი დონის შეხვედრა შეირაღებათა კონტროლის თემაზე. ამის შემდეგ პრეზიდენტი ობამა მიემგზავრება იტალიაში დიდი რვიანის ყოველწლიურ თათბირში დასასწრებად. და ბოლოს იგი ემოციონალურად აღსავსე ვიზიტით ჩადის განაში. ამერიკის ხმის კორესპონდენტი პაულა უოლფსონი გთავაზობთ პრეზიდენტ ობამას მოგზაურობის წინასწარ გადათვალიერებას.

მოსკოვში პრეზიდენტი ობამა შეეცდება გააუმჯობესოს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები. როგორც ცნობილია ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად დაზიანდა საქართველოს, ნატოს შემდგომი გაფართოებისა და სხ ვა უთამხმოებების გამო.

პრედიზენტი ობამა შეხვდება რუსეთის პრედიზენტ დიმიტრი მედვედევსა და პრემიერ მინისტრს ვლადიმირ პუტინს. მათი მთავარი ამოცანა ერთია - დაიწყოს მოლაპარაკება სტრატეგიულ შეიარაღებათა შემცირების ხელშეკრულების განახლების მიზნით.

ბატონი ობამას თქმით მნიშვნელოვანია კონსულტაციების ჩატარება რუსეთის ორივე უმაღლეს ოფიცილაურ პირთან. ამასთან ერთად პრეზიდენტი ობამა აღნიშნავს, რომ ყოფილ პრეზიდენტს და ამჟამინდელ პრემიერ მინისტრს პუტინს ჯერ კიდევ გააჩნია მნიშვნელოვანი ძალაუფლება.

ასოშიეიტედ პრესის სააგენტოსთან ინტერვიუში პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ როგორც ჩანს პრეზიდენტ მედვედევს ესმის, რომ ცივი ომის დროის მიდგომის გამოყენება ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების მიმართ მოძველებულია. თუმცა ბატონ ობამას იგივეს თქმა არ შეუძლია ვლადიმირ პუტინის შესახებ.

“პრემიერ მინისტრი პუტინი ჯერ კიდევ ინარჩუნებს მნიშვნელოვან ძალაუფლებას რუსეთში. და მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტ მედვედევთან ჩვენი წინსვლის პარალელურად, პუტინმა გაითვიცნობიეროს ის, რომ ცივი ომის დროის მიდგომების გამოყენება ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების მიმართ მოძველებულია,“ დასძინა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

ენდრიუ კუჩინსი რუსეთისა და ევრაზიის საკითხების ექსპერტია სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრში ვაშინგტონში. მისი აზრით პრეზიდენტ ობამასთვის ხელსაყრელი იქნებოდა პრემიერ მინისტრ ვლადიმირ პუტინთან უფრო დიდი ხნით შეხვედრა.

“ობამას მოსკოვში ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება მისი დისკუსია ვლადიმირ პუტინთან, იმ, ჩემი აზრით, მარტივი მიზეზის გამო, რომ ბატონი პუტინი ჯერ ჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლევამოსილი ფიგურაა რუსეთში. ეს დაკვირვება ეფუძნება საკმაოდ უბრალო ლოგიკას,“ აღნიშნა კუჩინსმა.

რუსეთში ვიზიტის განრიგის მიხედვით პირველი დღე და მეორე დღის დილის ნაწილი დაეთმობა შეხვედრებს რუსეთის ხელმძღვანელობასთან, მაგრამ ამის გარდა პრეზიდენტი ობამა აგრეთვე აპირებს მიმართოს რუსეთის ხალხს და შეხვდეს სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებს.

XS
SM
MD
LG