ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა ეხმაურება ერაყიდან ამერიკული ჯარის გაყვანას


აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ როგორც უმნიშვნელოვანესი მოვლენა ისე შეაფასა ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაყვანის დაწყება ერაყიდან. მისივე თქმით სავსებით გასაგებია, რომ ერაყელი ხალხი ამ ფაქტს ზეიმით აღნიშნავს. "სუვერენული და ერთიანი ერაყი თავის ხელში იღებს ქვეყნის კონტროლის სადავეებს"- განაცხადა პრეზიდენტმა. ამერიკის პრეზიდენტმა როგორც აბსოლუტურად უაზრო ისე დაახასიათა გუშინ ქალაქ კირკუკში დანაღმული ავტომობილის აფეთქება, რასაც 27 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ ტერაქტმა განსაზღვრლწილად ჩრდილი მიაყენა საზეიმო განწყობილებას ერაყში. თეთრი სახლის რწმუნებულმა რობერთ გიბსმა განაცხადა, რომ ამიერიდან ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გაუწევს მეთვალყურეობას ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკის წარმართვას ერაყში.

XS
SM
MD
LG