ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიაში მატარებლის ორი ვაგონი ლიანდაგიდან გადავარდა


იტალიაში, ტოსკანას პროვინციაში მდებარე ქალაქ ვიარეჯიოში, რომიდან დაახლოებით 350 კილომეტრის დაშორებით, მატარებლის ორი ვაგონის ლიანდაგიდან გადავარდნისა და მათი აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა. 50 ადამიანი დაშავებულია, აქედან ბევრი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ვაგონები გაზის ცისტერნებით იყო დატვირთული. ხელისუფლების განცხადებით, ღამით მომხდარმა აფეთქებამ და ხანძარმა გაანადგურა იქვე მაცხოვრებელი ადამიანების სახლები. ბევრი მოსახლე ძილის დროს დაიღუპა. ცეცხლს 300 მდე მეხანძრე ებრძოდა. ამ წუთებში გრძელდება ოთხი უგზო უკვლოდ დაკარგული ადამიანის ძებნა.

XS
SM
MD
LG