ჰონდურასის
გადაყენებული პრეზიდენტი მანუელ ზელაია ნიკარაგუაში ლათინური ამერიკის ქვეყნების
ლიდერებთან შესახვედრად ჩავიდა. გუშინ ჰონდურასის არმიამ ზელაია დაატყვევა და
კოსტა რიკაში გადააფრინა ვინაიდან ზელაიამ მისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ
ერთხელ მონაწილეობის მიღების ნების დართვის საკითხის განმსაზღვრელი რეფერენდუმის
ჩატარება მოითხოვა. ამ დროს კი ჰონდურასის პარლამენტმა პრეზიდენტის მოვალეობის
შესრულება კონგერის სპიკერს რობერტო მიჩელეტის დაავალა. მემარცხენე ზელაიას
გადაყენებას მხარი ჰონდურასის უზენაესმა სასამართლომაც დაუჭირა.