ლიბანის პრეზიდენტმა მიშელ სულეიმანმა პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი საად ჰარირი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა, რომელიც ლიბანის ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებს.
ჰარირი პროდასავლური ძალების წარმომადგენელია, რომელმაც არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. ჰეზბოლას ლიდერთან ჰასან ნასრალასთან გამართული შეხვედრის შემდეგ მათ ერთიანი მთავრობის ჩამოყალიბებაში თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ გააკეთეს განცხადება.
თუმცა ბატონმა ჰარირიმ ისიც განაცხადა რომ ჰეზბოლას აღარ ექნება მთავრობის გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადების უფლება როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს იყო.
ჰეზბოლას კოალიციამ რომელსაც ირანი და სირია უჭერს მხარს მეორე ადგილი დაიკავა ლიბანის საპარლამენტო არჩევნებში.