ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რიჩარდ ჰოლბრუკი პაკისტანში იმყოფებოდა ჰუმანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად


შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაქ ობამას სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთსა და პაკისტანში რიჩარდ ჰოლბრუკი ახალახანს პაკისტანში იმყოფებოდა ამ ქვეყნის დასავლეთში ჰუმანიტარული კრიზისის შედეგების აღმოფხვრის გამო.

ამ კრიზისის დასაძლევად შეერთებული შტატები დამატებით 200 მილიონი დოლარის გამოყოფას აპირებს. რიჩრად ჰოლბრუკის განცხადებით ვაშინგტონმა პაკისტანელი ხალხის დასახმარებლად იკვე გამოყო 330 მილიონი დოლარი.

პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ რაიონებში სამთავრობო ძალებსა და თალიბებს შორის მიმდინარე ბრძოლების შედეგად ორ მილიონზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა მიეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი სახლები. მათი უმეტესობა ამჟამად კერძო სახლებსა და სამთავრობო დაწესებულებებს აფარებს თავს.

რიჩარდ ჰოლბრუკის განცხადებით:“ ეს ხალხი დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეს საკუთარ სახლებს, თუმცა ამისთვის აუცილებელია უშიშროების გარანტიები. სამწუხაროდ სვატისა და ბუნერის რაიონებში სამხედროებს ჯერ კიდევ არ დაუმთავრებიათ თალიბების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციები.“

ამერიკელი ელჩის განცხადებით პაკისტანელი ხალხი მხარს უჭერს საკუთარი მთავრობის ბრძოლას ექსტრემისტების წინააღმდეგ. ხალხი აღშფოთებულია თალიბთა კრიმინალური და სასტიკი საქციელით.

თალიბთა ძალადობის მილონობით მსხვერპლი სვატის რაიონიდან საერთაშორისო საზოგადოების იმედზეა. ახლა უკვე აშკარაა რომ ამ ხალხის დასაკმაყოფილებლად გაეროს ჰუმანიტარული დახმარება არ იქნება საკმარისი.

რიჩარდ ჰოლბრუკის განცხადებით პაკისტანელთა გასაჭირი მთელმა მსოფლიომ უნდა გაითავისოს. შეერთებული შტატები საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს უფრო აქტიურად ჩაერიოს პაკისტანის საქმეებში და ამ ქვეყნის ხელისუფლებას შემწეობა აღმოუჩინოს თალიბთა წინააღმდეგ ბრძოლში, რათა ამ რაიონში მშვიდობა დამყარდეს.
XS
SM
MD
LG