ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიაში დაგმეს აშშ-ი, რომელმაც დახმარება აღუთქვა  სამხრეთ კორეას  ბირთვულ სფეროში



ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიაში დაგმეს აშშ-ი, რომელმაც დახმარება აღუთქვა სამხრეთ კორეას ბირთვულ სფეროში.

მათივე განცხადებით მსგავსი ქმედებები უბიძგებს ფხენიანს შექმნას ატომური ბომბი.

დღეს გაზეთ როდონგ სიმუნში გამოქვეყნდა დასკვნა, რომელიც აშშ-სა და სამხრეთ კორეას აფრთხილებს რომ მსგავსი ქმედებები პოტენციური რისკია იმისა, რომ მოხდეს ბირთვული დაპირისპირება.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ ომი ნებისმიერ წუთას შეიძლება გაჩაღდეს და იმ შემთხვევაში თუ აშშ-ი გააგრძელებს მსგავს პოლიტიკას , ფხენიანი არასოდეს განაცხადებს უარს თავის ბირთვულ ამბიციებზე.

აშშ-ის პრეზიდენტი თავის სამხრეთ კორეელ კოლეგასთან ლი მუნ ბაკთან ერთად გასულ კვირას შეხვედრებს ვაშინგტონში მართავდა. ამ შეხვედრების დროს ვაშინგტონმა დაადასტურა თავისი მზადყოფნა სამხრეთ კორეისთვის ბირთვული თავდასხმისგან დაცვის სისტემებით დახმარებაზე.

მათივე განცხადებით მსგავსი ქმედებები უბიძგებს ფხენიანს შექმნას ატომური ბომბი.

XS
SM
MD
LG