ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით სამედიცინო დაზღვევის ახალ სისტემას ამ წლის ბოლომდე დაამტკიცებენ


ტელეკომპანია ეი-ბი-სისთვის მიცემულ ინტერვიუში ბარაქ ობამამ განაცხადა რომ ახალი სისტემა ამერიკელი ხალხის მოთხოვნებს შეესაბამება.

პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში აღნიშნა რომ დაზღვევის სისტემის რეფორმირების გარეშე ამერიკელებს გაუჭირდებათ სამედიცინო გადასახადების გადახდა.ბარაქ ობამას სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა ღარიბი და საპენსიო ასაკის ამერიკელთა დახმარებას ითვალისწინებს. თუმცა რესპუბლიკელები შიშობენ რომ ამ რეფორმების გატარების შემთხვევაში კერძო სადაზღვევო კომპანიები დაზარალდებიან.
XS
SM
MD
LG