ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულ შტატებში წარმოებებისთვის შეკვეთების მიცემის  მაჩვენებელი იზრდება



შეერთებულ შტატებში წარმოებებისთვის შეკვეთების მიცემის მაჩვენებელი იზრდება. “ბლუმბერგის” საფინანსო ახალი ამბების სამსახური აცხადებს, რომ გასულ თვეს შეკვეთების რაოდენობამ ერთი მთელი რვა მეათედი % მოიმატა. აქვე აღნიშნულია ისიც, რომ საერთო სურათის გაუმჯობესებას ამერიკული ავიაკომპანიებისთვის შეკვეთების მიცემის ზრდამ შეუწყო ხელი. ამ ფაქტს რეცესიის დასრულების მომასწავებლად მიიჩნევენ. ზემოთქმული გამოკვლევის თანახმად ამერიკის ეკონომიკა ან უკვე დადგა გაუმჯობესების გზაზე, ან წინანდელთან შედარებით უფრო ნელი ტემპით უარესდება. დღეს საღამოს შეერთებული შტატების ცენტრალურმა ბანკმა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და საპროცენტო განაკვეთების შესახებ ანგარიში უნდა გამოაქვეყნოს.

XS
SM
MD
LG