20 ივნისს საერთაშორისო საზოგადოება ლტოლვილთა დღეს აღნიშნავს, მთელს მსოფლიოში გაფანტული მილიონობით ლტოლვილის პრობლემებზე ყურადღების გამახვილების მიზნით.
შეერთებული შტატების მიერ ლტოლვილების ინტერესების დაცვა ამერიკის ისტორიიდან გამომდინარეობს.
გაერომ ლტოლვილთა დღის აღნიშვნა 2000 წლიდან დაიწყო. წელს ეს დღე მთელი მსოფლიოს 42 მილიონ ლტოლვილს მიეძღვნა, რომლებიც ომების, კონფლიქტების სტიქიური უბედურებების და შიმშილობის გამო საკუთარი სამშობლოდან განდევნილნი აღმოჩნდენენ.
ეს ხალხი დღემდე ნატრულობს საკუთარ სახლებში დაბრუნებას. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებსაც თავიანთი უფლებები გააჩნიათ.
როგორც გაეროს უმაღლესმა კომისარმა ლტოლვილთა საკითხებში ანტონიო გუტიერესმა განაცხადა ჩვენ არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მილიონობით ლტოლვილი ყველაზე უფრო დაჩაგრული ხალხია მთელს მსოფლიოში.
თითოეულ მათგანს თავისი ისტორია აქვს და თავისი სატკივარი გააჩნია. ლტოლვილები ჩვენანაირი ადამაინები არიან რომლებმა ყველაფერი დაკარგეს ამ ქვეყნად, ისე რომ არაფერი დაუშავებიათ.
ამერიკის შეერთებული შტატებს შეუძლია იამაყოს რომ მსოფლიოს ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა ლტოლვილებისთვის აღმოჩენილი დახმარების რაოდენობით.
ყოველწლიურად ამერიკა უამრავ ლტოლვილს აძლევს თავშესაფარს. აქ მათ სამუშაოსთან ერთად საშუალება ეძლევათ სრულად გამოიყენონ თავიანთი ტალანტი და შესაძლებლობები.
ლტოლვილთა დღეს შეერთებული შტატები გაეროს ლტოლვილთა სააგენტოსთან ერთად აღნიშნავს და არავის დაუთმობს ლიდერობას ლტოლვილების თუ დევნილების დახმარების საქმეში.