ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის სამხედრო ავაიციამ  მოწინააღმდეგის პოზიციები დაბომბა


პაკისტანის სამხედრო ავაიციამ ვაზირისტანის რეგიონში მოწინააღმდეგის პოზიციები დაბომბა. პაკისტანის ხელისფლების განცხადებით ბომბდამშენებმა იერიში მიიტანეს პაკისტანში თალიბთა ლიდერის ბაითულა მესუდის გამაგრებულ რაიონებზე.

ხელისფლებისთვის უცნობია ამ დაბომბვების შედეგად მოწინააღმდეგისთვის მიყენებული ზარალი.

აღსანიშნავია რომ ამ თავდასხმებამდე ცოტა ხნით ადრე გაეროს მსოფლიოს სასურსათო პროგრამის მესვეურებმა გააფრთხილეს პაკისტანის ხელისუფლება, რომ თალიბები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე თავდასხმებს აძლიერებენ.

ამ ორგანიზაციის წარმოამდგენელის პოლ რაისლის განცხადებით ფეშავარში ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროს აფეთქება, როლის დროსაც 9 ადამიანი დაიღუპა სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციების დაშინებას ისახავდა მიზნად.

XS
SM
MD
LG