ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა გრძელი რადიუსის მქონე რაკეტის გამოცდისთვის ემზადება


იაპონიის და სამხრეთ კორეის მედია იუწყება, რომ ჩრდილოეთ კორეა გრძელი რადიუსის მქონე რაკეტების გამოსაცდელ ორ პოლიგონს ამზადებს. სამხრეთ კორეის გაზეთ “ჩოსუნ ილბოში” ანონიმ მთავრობის მოხელეზე დაყრდნობით, ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეაში რაკეტების მატარებლების მეშვეობით გადატანა დაფიქსირდა. ამ ინფორმაციის თანახმად, მატარებელი ჩრდიოეთ კორეის ერთი სარაკეტო გამშვები პუნქტიდან მეორისკენ მიემართებოდა. მსგავსი ინფორმაცია გამოაქვეყნა იაპონურმა გაზეთმა “სანკეიმაც”. თუმცა სახმრეთ კორეის თავდაცვისა და უშიშროების სამსახურები აცხადებენ, რომ ჯერ-ჯერობით ზემოთქმული ინფორმაციის დადასტურება არ ძალუძთ. ცნობილია ის, რომ ფხენიანმა აქამდე უკვე სამჯერ გამოიყენა ზღვის სანაპიროზე განლაგებული რაკეტების გამშვები პოლიგონი. აქედან გრძელი რადიუსის მქონე რაკეტები 1999 და 2006 წლებში და უკანასკნელად მიმდინარე წლის 5 აპრილს გატყორცნეს. ფხენიანმა მიწისქვეშ დამონტაჟებული ბირთვული ბომბი 25 მაისს ააფეთქა.
XS
SM
MD
LG