ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის მთავრობა არასამთავრებო ორგანიზაციებს დევნის


ადამიანთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია ჰიუმან რაიტს უოტჩი ადანაშაულებს რუსეთის მთავრობას არასამთავრებო ორგანიზაციების დევნაში. ჰიუმან რაიტს უოტჩი აცხადებს, რომ რუსეთის კანონები უსამართლოდ დევნიან არასამთავრებო ორგანიზაციებს და მათზე მზარდი ზეწოლა ქვეყანაში გაძლიერებული ავტორიტარული მმართველობის უდავო ნიშანია. ოთხშაბათს გავრცელებულ 68-ფურცლიან მოხსენებაში, ნიუ იორკში მდებარე ორგანიზაცია ჰიუმან რაიტს უოტჩი აღნიშნავს, რომ რუსეთში ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა “ძირს უთხრის“ დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს თავისი გადაჭარბებული ბიუროკრატიული მოთხოვნებითა და იმით რომ იგი აიძულებს მათ დაიცვან თავი უსაფუძვლო სასამართლო საქმეებისგან. ჰიუმან რაიტს უოტჩის თქმით მოქმედი კანონები, ფიზიკური თავდასხმები და ფინანსური ზეწოლა ქმნის “მტრულ ატმოსფეროს” არასამთავრებო ორგანიზაციებისთვისა და მათი წევრებისთვის. მოხსენება მოუწოდებს რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს განახორციელოს თავისი დანაპირები რეფორმები იმ კანონებისა რომლითაც ხორციელდება არასამთავრებო ორგანიზაციების მოღვაწეობის რეგულირება.

XS
SM
MD
LG