პაკისტანის არმია თალიბების ლიდერის ბაითულა მეშუდის წინააღმდეგ ახალ შეტევას ამზადებს. სამხედროების თქმით, ოპერაცია ავღანეთის საზღვრის მომიჯნავე სამხრეთ ვაზირისტანის პროვინციაში ჩატარდება.
არმიას არაფერი უთქვამს იმის თაობაზე ჩაებმებიან თუ არა ამ ოპერაციაში ავღანეთში დისლოცირებული აშშ და ნატოს ძალები.