ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯორჯ მიჩელი: სამშვიდობო მოლაპარაკებები ახლო აღმოსავლეთში ლიბანის ხარჯზე არ მოხდება



აშშ-ის საგანგებო დავალებათა ელჩის ჯორჯ მიჩელის განცხადებით სამშვიდობო მოლაპარაკებები ახლო აღმოსავლეთში ლიბანის ხარჯზე არ განხორციელდება.

პარასკევს ბეირუთში მყოფმა მიჩელმა დასძინა, რომ ლიბანი რეგიონის სტაბილიზაციის საქმეში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ახლო აღმოსავლეთში წარგაზავნილი აშშ-ის საგანგებო ელჩი ლიბანის პრემიერ მინისტრს ფუად სინიორას შეხვდა. ეს განცხადება კი მან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მან აგრეთვე შეაფასა ქვეყნის უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნები და აღნიშნა რომ არჩევნების ჩატარება ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნისთვის. აშშ-ი ამ არჩვნებში კოალიციას უჭერდა მხარს რომელმაც კვირის არჩევნებში ლიდერობა შეინარჩუნა.

აშშ-მა გამოხატა თავისი მხარდაჭერა სუვერენული, დამოუკიდებელი და თავისუფალი ლიბანის მიმართ.

XS
SM
MD
LG