ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაღესტანში კიდევ ერთი პოლიციელი მოკლეს


რუსეთის ხელისუფლების განცხადებით ჩრდილოეთ კავკასიაში პოლიციის კიდევ ერთი ოფიცერი მოკლეს. დაღესტანის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით რუსეთის პოლიციის ოფიცერი მახაჩყალაში თავში გასროლით გამოასალმეს სიცოცხლეს.

მანამდე ინგუშეთში რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე აზა გაზგირეევა ჩაცხრილეს მანქანაში. დაიჭრა მასთან ერთად მყოფი ხუთი ადამიანი.

რამდენიმე დღის წინ იმავე მახაჩყალაში სნაიპერმა დაღესტანის შინაგან საქმეთა მინისტრი მოკლა.

XS
SM
MD
LG