ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხვალ ირანელები ქვეყნის ახალ პრეზიდენტს აირჩევენ


ირანში აიკრძალა პოლიტიკურად მოტივირებული საჯარო თავყრილობები საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით. დღეს ირანში აიკრძალა მიტინგები და სახალხო მანიფესტაციები ხვალ კი ირანელები ქვეყნის ახალ პრეზიდენტს აირჩევენ.

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა თავის დასკვნით სიტყვაში მკაცრად გააკრიტიკა თავისი მოწინააღმდგენი და მომხრეებს არჩევნებში გამარჯვება აღუთქვა.

ირანის პრეზიდენტის განცხადებით ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად იზრდებოდა მისი პრეზიდენტობის ჟამს, თუმცა ასევე იზრდებოდა ინფლაციის დონე.

მაჰმუდ აჰმადინეჟადის მთავარი მეტოქე ირანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რეფორმატორი მირ ჰუსეინ მუსავია, ის მკაცრად აკრიტიკებს პრეზიდენტის ეკონომიკურ პოლიტიკას და აჰმადინეჟადის შეხედულებებს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს მომხდარ ჰოლოკოსტს გამოგონილ მითად მიიჩნევს.

საარჩევნო კამპანიის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე მწვანე ფერებში გამოწყობილმა მუსავის მომხრეებმა თეირანის ქუჩებში ჩაიარეს. დემონსტრაციაში ათასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას.


XS
SM
MD
LG