ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფრანგული წყალქვეშა ნავი დაღუპული თვითმფრინავის შავი ყუთის პოვნას შეუდგება


ატლანტის ოკეანეში ჩამოვარდნილი “ერ ფრანსის” ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის ადგილს ფრანგული წყალქვეშა ნავი მიუახლოვდა. საფრანგეთის არმიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ატომური წყალქვეშა ნავი კატასტროფის აქვატორიის პატრულირებას შეუდგება. იმედოვნებენ, რომ წყალქვეშა ნავის ოპერაციაში მონაწილეობა დაღუპული თვითმფრინავის შავი ყუთის პოვნას შეუწყობს ხელს. ცნობილია ის, რომ შავი ყუთი აუდიოჩანაწერს მხოლოდ ოცდაათი დღის განმავლობაში ინარჩუნებს. დაღუპული აერობუს ა 330 თის ბორტზე ორას ოცდარვა ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავი რიო დე ჟანეიროდან პარიზისკენ მიემართებოდა. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორმოცდაერთი დაღუპულის გვამს მიაგნეს.
XS
SM
MD
LG