ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი იტალიას ესტუმრა


ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი იტალიას ესტუმრა. ეს ვიზიტი იტალიასა და ლიბიას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების გამოხატულებას წარმოადგენს. რომში კადაფი იტალიის პრეზიდენტს ჯორჯო ნაპოლიტანოს და პრემიერ-მინისტრ სივიო ბერლუსკონის შეხვდება. ვიზიტისას ლიბიის ლიდერი რომში მდებარე ვილა პამფილის ბაღში დადგმულ კარავში იცხოვრებს. გასულ წელს იტალიამ ლიბიას ხუთი მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაცია გადასცა მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში იტალიის მიერ ლიბიის ოკუპირების საზღაურად. სამაგიეროდ ლიბიამ იმის პირობა დადო, რომ ლიბიიდან იტალიაში არალეგალურ იმიგრაციას ბოლოს მოუღებს.

.

XS
SM
MD
LG