ქალაქ ფეშავარის სასტუმრო "Pearl Continental"-ის შენობასთან ფეთქებადი მასალებით დატვირთული ავტომობილი ააფეთქეს. ამ დროს სასტუმროს შენობაში იმყოფებოდნენ პროვინციის საზოგადო-პოლიტიკური მოღვაწეები, ისევე როგორც გაეროს სადამხმარებლო ორგანიზაციის ოფიციალური პირები. გაერომ განაცხადა, რომ დღეს მის ხელთ არსებული ნფორმაციის თანახმად მისი ორგანიზაციის ორი წევრია დაღუპული - სერბეთის მოქალაქე ალექსანდე ვორკაპიჩი, რომელიც გაეროს ლტოლვილებისადმი დახმარების ორგანიზაციაში მუშაობდა და ფილიპინელი მოქალაქე პერსერვანდა სო, რომელიც გაეროს ბავშვებისადმი დახმარების სააგენტოში მუშაობდა. პაკისტანის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა დაჰგმეს ეს ტერაქტი და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისლამაბადი კვლავაც გააგრძელებს უკომპრომისი ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა აგრეთვე დაგმო ეს ტერაქტი და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაშიც ამ აფეთქებას გაეროს კიდევ ერთი თანამშრომელი შეეწირა:"საზარელ აქტს, რომელსაც არანაირი გამართლება არა აქვს"- განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.