ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაქ ობამამ ისლამურ სამყაროს მიმართა სიტყვით


ბარაქ ობამამ ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას დაუჭირა მხარი მას შემდეგ, რაც ისლამურ სამყაროს მიმართა სიტყვით. როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დრეზდენში გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა:“ დადგა დრო, როდესაც ყველამ ჩვენი სიმართლის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ, ამისათვის კი საჭიროა ორივე მხარე მძიმე კომპრომისებზე წავიდეს.“ ბატონი ობამას განცხადებით ვაშინგტონს არ შეუძლია ძალით აიძულოს ებრაელები და პალესტინელები მშვიდობიანად იცხოვრონ, მაგრამ ამ ორ მხარეს შორის არსებული გარკვეული გაუგებრობების აღმოფხვრას კი შეუძლია შეუწყოს ხელი, რაც სამშვიდობო პროცესის დაწყების საფუძველი უნდა გახდეს. ამერიკის და გერმანიის ლიდერებმა პალესტინელთა სტაბილური, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას დაუჭირეს მხარი, რომელიც ისრაელის მეზობლად იარსებებს. ამის შემდეგ ბარაქ ობამამ ანგელა მერკელთან ერთად მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკი მოინახულა.


XS
SM
MD
LG