ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის მთავრობა: თალიბების სრული გაძევება ვერ მოხერხდა



პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით სვატის ველზე მდგომარეობის გაუმჯობესების მიუხედავად თალიბთა სრული გაძევება ამ რეგიონიდან ჯერ ვერ მოხერხდა.

პაკისტანის თავდაცვის სამინისტროს წარმომდგენელის ათარ აბასის განცხადებით თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლა შესაძლოა კიდევ ორი თვის მანძილზე გაგრძელდეს.

პაკისტანის არმიის გენერალ-მაიორის იჯაზ ავანის განცხადების თანახმად პაკისტანის არმია ამ რეგიონში სულ ცოტა ერთი წლის მანძილზე დარჩება.

გასულ კვირას პაკისტანის არმიამ თალიბთა ხელში მყოფი სვატის რაიონის უმთავრესი ქალაქი მინგორა აიღო. პაკისტანელი სამხედროები თვლიან რომ ამ ქალაქიდან ლტოლვილ მოსახლეობას უკან დაბრუნება შეუძლია, მიუხედავად იმისა რომ არსებობს პრობლემები ელექტრო ენერგიით და სასამელი წყლით მომარაგებაში.

დღეს პაკისტანში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ჰოლბრუკი ჩავიდა, რომელიც ამ ქვეყნის პრეზიდენტს აზიფ ალი ზარდარის შეხვდება ლტოლვილებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების მიზნით.

XS
SM
MD
LG