ავღანეთის ოფიციალური
პირების განცხადებით, კოალიციური ჯარების
სამხედრო ბაზის მახლობლად გზის პირა ბომბი აფეთქდა. აფეთქებას 6 მშვიდობიანი მოსახლის
სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტო აცხადებს, რომ
ჯერ ჯერობით დაუდგენელია ბაგრამის აეროდრომთან მომხდარი ინცინდენტი გზისპირა ნაღმის
აფეტქების შედეგად მოხდა თუ კამიკაძე ტერორისტის მიერ იყო განხორციელებული.
გარდაცვლილთა შორის
ორი ბავშვი და ორი ქალია.
დღეს ავღანეთის
ისლამურპრესაში თალიბთა წარმომადგენელის განცხადებით
მომხდარზეპასუხისმგებლობასთალიბანი იღებს თავის თავზე.
ავღანეთის ოფიციალური პირებისა და ნატოს პრესმდივანისგანცხადებით, ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში შეტაკებებისას
დაიღუპა 4 ამერიკელი ჯარისკაცი, 4 ავღანელი პოლიციელი და დაახლოებით 8 მეამბოხე მოჰკლეს.