ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავტოკომპანია  “ჯენერალ მოტორსი”  გაკოტრებულია


გაკოტრებული კომპანია “ჯენერალ მოტორსი” აცხადებს, რომ “ჰამერის” საწარმოს გაყიდვა იგეგმება. კომპანიის ხელმძღვანელობას ჯერ-ჯერობით არ გაუმჟღავნებია მყიდველის ვინაობა, მაგრამ აცხადებს, რომ “ჰამერის” გაყიდვის ირგვლივ მოლაპარაკებები მიმდინარე თვის სექტემბრისთვის დასრულდება. “ჯენერალ მოტორსის” მტკიცებით “ჰამერის” გაყიდვა ქარხანაში სამი ათასი და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გაფანტულ ავტოცენტრებში დამატებით კიდევ მრავალი სამუშაო ადგილის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. გუშინ “ჯენერალ მოტორსმა” გაკოტრების შესახებ განაცხადა და ფედერალურ სასამართლოს გაკოტრებულთა დამცველი მექანიზმის ამოქმედება მოსთხოვა. შეერთებული შტატების მთავრობა კომპანიას გადასარჩენად დამატებით ოცდაათი მილიარდი დოლარის გამოყოფას პირდება და გაკოტრების შესახებ განცხადების შეტანაც სწორედ “ჯენერალ მოტორსის” გადასარჩენად მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. კომპანიამ მთავრობისგან უკვე მიიღო ოცი მილიარდი დოლარი და განაცხადა, რომ თორმეტი ქარხნის და სხვა საწარმოების დახურვას გეგმავს.
XS
SM
MD
LG