ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს საავტომობილო გიგანტების  გაკოტრების საკითხს განიხილავენ სასამართლოში


დღეს საავტომობილო გიგანტების ჯენერალ მოტორსის, ოპელის, კრაისლერის და ფიატის გაკოტრების საკითხს განიხილავენ სასამართლოში.

ამერიკული ავტოგიგანტის ჯენერალ მოტორსის შემადგენლობაში მყოფი გერმანული ოპელის ბედი ამჟამად პოტენციურმა მყიდველებმა და გერმანიის მთავრობამ უნდა გადაწყვიტონ ჯენერალ მოტორსთან შეთანხმებით.

იტალიურმა ფიატმა გადაწყვიტა არ მიიღოს ამ განხილვაში მონაწილეობა, რადგან უფრო მეტი დრო ესაჭიროება აუცილებელი ინფორმაციის მოპოვების მიზნით. ოპელის 55000 თანამშრომელს, რომელთა ნახევარი გერმანიაში მუშაობს შემცირებები ემუქრებათ, ეს კი მოახლოებული არჩევნების ერთ-ერთი მწვავე თემა შეიძლება გახდეს.

ჯენერალ მოტორსი ოპელის გაყიდვას პირველ ივნისამდე აპირებს, რათა დროზე მოხდეს კომპანიის რესტრუქტურიზაცია და გაკოტრების საქმის დაწყება.

XS
SM
MD
LG