ამერიკის ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბოსნია ჰერცეგოვინაში, სერბეთსა და კოსოვოში იმყოფებოდა, სადაც მან ბალკანური სახელმწიფოებისთვის ამერიკის მხარდაჭერა გამოხატა ევრო ატლანტიკურ თანამეგობრობაში მათი გაწევრიანების გზაზე.
ობამას ადმინისტრაციის მმართველობის ასეთ ადრეულ ეტაპზე ბალკანეთში ჩასვლისას, ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს თეთრი სახლისთვის ამერიკის ინტენსიურ მონაწილეობას ბალკანეთში.
ბოსნია ჰერცეგოვინაში, ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რეფორმის მნიშვნელობას ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით. მან ხაზი გაუსვა ამერიკის მხარდაჭერას დეიტონის ხელშეკრულებისადმი, ბოსნია ჰერცეგოვინას ტერიტორიულ მთლინობას და სერბეთის რესბულიკისა და ფედერაციის მთლიანობა, ბოსნია-ჰერცეგოვონის ფარგლებში. მან შეშფოთება გამოთქვა სამი ეთნიკური თემის-ბოსნიელების, ხორვატებისა და სერბების ბედის გამო და მან ამასთან დახმარება აღუთქვა იმათ, ვინც ევროკავშირისა და ნატოს წევრობის გზაზე კომპრომისის მიღწევის მიზნით აკეთებს ყველაფერს. ბაიდენმა ქვეყნის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა: თქვენი ერთადერთი ნამდვილი მომავალია ევროპასთან შეერთება. საწინააღმდეგო შემთხვევაში, თქვენ ევროპის ყველაზე ღარიბ ქვეყანათა რიცხვში დარჩებით.
სერბეთში, ვიცე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკასა და სერბეთს შორის არსებობს განსხვავებები კოსოვოს საკითხში. ვაშინგტონი არ ითხოვს, რომ სერბეთმა, ამერიკასთან ურთიერთობების გაუმჯობესების სანაცვლოდ აღიაროს კოსოვოს დამოუკიდებლობა. ამასთან, ვაშინგტონი მხარს უჭერს სერბეთის ინტეგრაციას ევროპულ და ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებში.
კოსოვოში, ჯო ბაიდენმა პირობა დადო რომ ამერიკა გააგრძელებს კოსოვოს მხარდაჭერას. ქვეყნის დამოუკიდებლობა, მისი განცხადებით, შეუქცევადია. ამერიკა მხარს უჭერს კოსოვოში ერთიანი, მრავალ-ეთნიკური კოსოვოს განვითარებას. მან ასევე მოუწოდა კოსოვოს ლიდერებს ქვეყნის ეკონომიკა და ადგილობრივი ინსტიტუტები განავითარონ. ბაიდენმა აქვე გამოთქვა ამერიკის მხარდაჭერა კოსოვოს ევროპულ და ტრანსლატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანების მიმართულებით.
შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ბოსნიის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა: რეგიონის ყველა ქვეყნისთვის კარი ღიაა თავისუფალ ევროპაში გასაწევრიანებლად. ამერიკა დაგეხმარებათ ამ მიზნის მიღწევაში.