ამერიკის სენატმა დაამტკიცა 91 მილიარდ 3 მილიონ დოლარიანი საბიუჯეტო დახმარება, რომელიც ავღანეთსა და ერაყში სამხედრო ოპერაციების წარმოებას მოხმარდება. ამასთან, სენატმა, უარი განაცხადა დააფინანსოს გუანტანამოს ციხის დაკეტვა.
ამერიკელმა სენატორებმა ეს ზომა გუშინ მიიღეს სენატის წევრების უმრავლესობის მხარდაჭერით. ეს თანხა ასევე მოხმარდება ავღანეთში ჯარების რაოდენობის გაზრდას, რაც პრეზიდენტ ბარაკ ობამას პრიორიტეტს წარმოადგენს.
მოსალოდნელია, რომ კონგრესსა და პრეზიდენტს შორის უთანხმოებას ექნება ადგილი გუანტანამოს ყურეში საპყრობილის დახურვის დაფინანსების ნაკლებობის გამო.
შეგახსენებთ, რომ ბარაკ ობამამ პირობა დადო ეს ციხე მომავალი წლისთვის დახუროს.
ახლა სენატში დამტკიცებეული საბიუჯეტო კანონპროექტის შეჯერება უნდა მოხდეს იგივე მიზნით წარმომადგნელთა პალატის მიერ დამტკიცებულ 96ტ მილიარდ 7 მილიონის საბიუჯეტო პროექტთან. ორი პროექტის შეჯერების შემდეგ, კანონმდებლობა თეთრ სახლში პრეზიდენტს გაეგზავნება ხელმოსაწერად.
აღსანიშნავია, რომ წარმომადგენელთა პალატაში ასევე ვერ გავიდა პრეზიდენტ ობამას მოთხოვნა გუანტანამოს საპყრობილის დასაკეტად 80 მილიონი დოლარის დამტკიცების შესახებ.