ევროკავშირის ბიუჯეტის უწყების უფროსმა -დალია გრიბაუსკაიტემ , ქვეყნის სამომავლო აყვავების დაპირებებით, ლიტვისსაპრეზიდენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. ხმების დათვლის შედეგებმა გამოავლინა,რომ დამოუკიდებელმა კანდიდატმა გრიბაუსკაიტემ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 69 პროცენტი მოიპოვა.მომავალმა პრეზიდენტმასაკუთარმოწინააღმდეგეს -დემოკრატალგირდას ბუტკევიციუსს12 პროცენტით გაუსწრო წინ, მის მიმართ უძლურები აღმოჩნდენენ დანარჩენი კანდიდატებიც. დალია გრიბაუსკაიტემ მიულოცა ლიტველ ხალხს არჩევნებში საკუთარი გამარჯვება და აღნიშნა,რომ ლიტველი ხალხი გადაიღალა ქვეყნის პოლიტიკური ესტაბლიშმენტის გამაბეზრებელი პოლიტიკისგან. ქალბატონმა გრიბაუსკაიტემ აღუთქვა ლიტვის მიოსახლეობას,რომ როგორც ყოფილი ფინანსთა მინისტრი და ევროკავშირის ბიუჯეტის უწყების უფროსი , შეძლებს უახლოეს მომავალში ლიტვა ეკონომიკის ღრმა რეცესიიდან გამოიყვანოს.