ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი  საქართველოში ეუთოს ჯგუფის მისიის გაგრძელებას ხელს  უშლის


რუსეთმა საქართველოში ეუთოს ჯგუფის მისიის გაგრძელებას ხელსუშლის. ამის მიზეზად კი სამხრეთ ოსეთშიცალკე მისიისსაჭიროება დაასახელა. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მისიას ვადა 30ივნისს ეწურება.ორგანიზაციის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული გეგმის თანახმად, საერთაშორისო მონიტორებს აქამდე საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ქალაქებში თავისუფლად გადაადგილება შეეძლოთ. თუმცა ოთხშაბათს რუსეთის მიერ შემოთავაზებული წინადადების საფუძველზე, მონიტორებს მომავალში ,სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შესვლის უფლებამხოლოდ ოსეთის მთავრობას თანხმობის საფუძველზე მიეცემათ. რუსეთი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას ასევე სთხოვს , სამხრეთ ოსეთისტერიტორიაზე მონიტორთა ცალკე ჯგუფი გააგზავნოს. ჯგუფის მუშაობამ უნდა განამტკიცოსრუსეთის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით,რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი ქვეყანაა.


XS
SM
MD
LG