ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხედრო წვრთნები რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობას გაამწვავებს


ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ საქართველოში ნატოს ეგიდით მიმდინარე სამხედრო წვრთნები რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის გამწვავებას გამოიწვევს. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ნატოს წვრთნა ორმხრივ დიპლომატიურ ურთიერთობებს სხვა მიმართულებას აძლევს. პუტინმა ნატოს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის ხელის გამართვაში დასდო ბრალი. რუსეთის პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა ვერავითარ დემოკრატიულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და მას ძალზე აოცებს ის თუ რატომ უმართავს სააკაშვილს ხელს დასავლეთი. საქართველოს მთავრობა კი აცხადებს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრას დასთანხმდა.


XS
SM
MD
LG