ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰონგ კონგის ერთ-ერთ სასტუმროში კარანტინი გამოცხადდა


ჰონგ კონგის ერთ-ერთ სასტუმროში გასულ კვირას ღორის გრიპის არსებული საშიშროების გამო კარანტინი გამოცხადდა. 300-მდე სტუმარი და მომსახურე პერსონალი დღეს მოხსნეს კარანტინიდან. მათ სასტუმროს ტერიტორიის დატოვება აუკრძალეს მას შემდეგ,რაც მექსიკიდან ჩასულ ერთ-ერთ სტუმარს აშ1 ნ1 ტიპის ვირუსი აღმოაჩნდა.ბანკოკში, შეკრებილი აზიის ჯანდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ იმაზე, რომ გაზარდონ ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტების მარაგი. ასევე განიხილეს გზები იმისა, თუ როგორ დაეხმარონ ამ მარაგით ერთმანეთს ეპიდემიის შემთხვევაში. შეხვედრები გაიმართა ჩინეთის, სამხრეთ კორეის, იაპონიისა და სხვა აზიური ქვეყნების მონაწილეობით. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ თვის მხრივ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არსებობს საშიშროება იმისა , რომ ვირუსი მოედოს და დააავადოს დედამიწის პოპულაციის ერთი მესამედი. მისივე განცხადებით, ამჟამინდელი მონაცემებით, ვირუსით ინფიცირებულია 24 ქვეყანაში და დადგენილია 2 400 შემთხვევა. ყველაზე მეტი შემთხვევა მექსიკასა და აშშ-ში აღინიშნა.



XS
SM
MD
LG