ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თეთრ სახლში პრეზიდენტს და სახელმწიფო მდივანს შეხვდა


ვაშინგტონში ამერიკის პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივან ჰილარი ქლინტონტან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამართა მოლაპარაკება.მხარეები საქარველოს, ნატოს, ბირთვული უსაფრთხოების და არსენალის შემცირების საკითხებს შეეხნენ. ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ჰილარი ქლინტონმა განაცხადა, რომ განხილული იყო სიტუაცია ავღანეთში, ახლო აღმოსავლეთის პრობლემები, ჩრდილოეთ კორეა და ირანი. ორივე ქვეყნის დიპლომატმა ხაზი გაუსვა ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცების სურვილს. ამასთან ერთად , მათ გამოხატეს ოპტიმიზმი იმასთან დაკავშრებით,რომ ორმხრივი მოლაპარაკებები საფუძველს ჩაუყრის ერთობლივ ძალისხმევას, ბირთვული გაუვრცელებლობისა და ბირთვული უსაფრთხოების მიმართულებით. რუს მინისტრს, ჰილარი ქლინტონთან შეხვედრის შემდეგ თეთრ სახლშიც ჰქონდა შეხვედრა ამერიკის პრეზიდენტთან. ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ იგი მოუთმენლად ელის ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესებას.“როგორც ვთქვი, ვფიქრობ, რომ ჩვენ დღეს საუკეთესო შესაძლებლობა გვეძლევა მთელ რიგ საკითხებში შევცვალოთ ჩვენი ურთიერთობები.” მიუხედავად საქართველოს, სარაკეტო ფარისა და ნატოს გაფართოების საკითხებში არსებული გაუგებრობისა, მხარეებმა აღნიშნეს, რომ ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, რომელიც ივლისში იგეგმება, მზადების პროცესშია. სერგეი ლავროვმა თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ განაცხადა: “მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ასევე ელის თქვენთან შეხვედრას ამა წლის ივლისში.”ციტატის დასასრული


XS
SM
MD
LG