ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი ჟურნალისტი როქსანა საბერი ციხეში შიმშილობას წყვეტს



ეროვნებით ირანელი ამერიკელი ჟურნალისტი როქსანა საბერი ციხეში შიმშილობას წყვეტს.ამის შესახებ ინფორმაცია საბერის მამამ რეზა საბერიმ გაავრცელა. შიმშილობის შეწყვეტის გაწყვეტილება ამერიკელმა ჟურნალისტმა ქალმა მას მერე მიიღო,რაც ირანის სამართლომ მისი საქმის ხელახალი მოსმენა მომავალი კვირისათვის დანიშნა.


32 წლის როქსანა საბერი ამერიკის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ბიბისის ჟურნალისტია.საბერი ირანის სამართალდამცავებმა აკრედიტაციის ვადის გასვლის გამო იანვრის თვეში დააპატიმრეს.აპრილში კი მას ამერიკის შეერთებული შტატების ჯაშუშობაში დასდეს ბრალი. როქსანა საბერის მშობლები ამჟამად თეირანში იმყოფებიან.ისინი იმედს არ კარგავენ,რომ მათ ქალიშვილს გაანთავისუფლებენ და მოხარულები არიან ,რომ როქსანამ ორკვირიანი შიმშილობა შეწყვიტა. „ჩვენ ორშაბათს როქსანას შევხვდით და ვთხოვეთ შიმშილობა შეეწყვიტა.დაგვპირდა რომ ამაზე იფიქრებდა და მართლაც მეორე დღეს ასეთი გადწყვეტილება მიიღო.გვიხარია,რომ ამ მხრივ მაინც აღარ გვექნება სადარდებელი“ ციტატის დასასრული


ორგანიზაცია „ჟურნალისტები საზღვრების გარეშე“- ს ფრანგმა და ამერიკელმაწევრებმა სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად საბერის სოლიდარობის მიზნით შიმშილობა გამოაცხადეს.ოთხი ამერიკელი ჟურნალისტი ნიუ-იორკში გაეროს შენობის წინ პერმანენტულ აქციებს იმ მიზნით მართავს ,რომ საბერის საქმის მიმართ საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყროს. ალი ნურიზადე ლონდონში არაბული ცენტრის ანალიტიკოსია.მისი აზრით,საბერის საქმესთან დაკავშირებით ირანის მთავრობის გადაწყვეტილებას ყველა მხრიდან იმგვარი უარყოფითი რეაქცია მოჰყვა,რომ თეირანი მზადაა, ბრალდება შეამსუბუქოს და განაჩენის ანულირება მოახდინოს.: „აითოლა ჰომეინიც კი მიხვდა,რომ ჟურნალისტის მიმართ მსგავსი ზომების გატარება არაფრით არ შეიძლება. ამიტომ ვფიქრობ,რომ განაჩენი ჯერ შემსუბუქდება ,შემდეგ კი შესაძლოა საერთოდ გაუქმდეს.“
ციტატის დასასრული


უმაღლესი სასამართლო საბერის საქმეს ხელმეორედ განიხილავს. აღსანიშნავია,რომ ირანული მართლმსაჯულების ისტორიაში პირველი შემთხვევაა,როცა განაჩენის გამოტანის შემდეგ ხელახალი მოსმენა ასეთ სწრაფ ვადებში ინიშნება.მსგავს პროცედურას თვეების მანძილზე ლოდინი ესაჭირეობა. ალი ნურიზადე აღნიშნავს: „არ ვარ დარწმუნებული,რომ საბერს მაშინათვე გაანთავისუფლებენ,თუმცა მჯერა,რომ უმაღლესი სასამართლო ყველა ღონეს იხმარს,რათა საბოლოო განთავისუფლებისთვის საჭირო მტკიცებულებები მოიძიოს.“ციტატის დასასრული


ნურიზადეს განცხადებით, ირანს შესაძლოა იმედი ჰქონდა,რომ ამერიკის შეერთებული შტატები როქსანა საბერის სანაცვლოდ 2005წელს დაპაპტიმრებულ 5 ირანელ სამხედროს გადასცემდა.თუმცა საბოლოოდ მიხვდა,რომ მსაგავსი ვაჭრობა ასეთ საკითხთან დაკავშირებით ვერ გაამართლებდა.


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მანუჩერ მოთაკის განცხადებით, სასამართლო ჟურნალისტი ქალის როქსანა საბერის მიმართვას სამართლიანად და გულისხმიერი დამოკიდებულებით მოეკიდება.


გასულ კვირას,პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღნიშნა,რომ იგი განსაკუთრებით სწუხს როქსანა საბერის განაჩენისა და კიდევ ორი ჟურნალისტი ქალის ბედის გამო,რომლებიც ჩრდილოეთ კორეის ციხეში არიან დაპატიმრებული.


XS
SM
MD
LG