ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში სასამართლომ  ამერიკის ორ მოქალაქეს ინდუსტრიულ შპიონაჟში დასდო ბრალი


რუსეთში სასამართლომ ორ ძმას, რომლებიც ორმაგი ამერიკისა და რუსეთის მოქალაქეები არიან, ინდუსტრიულ შპიონაჟში დასდო ბრალი. რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ ილია და ალექსანდრ ზასლავსკები რუსული ენერგოგიგანტის ”გაზპრომის” კორპორაციის შესახებ აგროვებდნენ ინფორმაციას. სასამართლომ ძმებს თითო წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღსანიშნავია ის, რომ ილია ზასლავსკი ერთ დროს “ბრიტიშ პეტროლიუმისა” და რუსეთის ერთობლივ საწარმოში მუშაობდა.

XS
SM
MD
LG