ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ტერორისტული საფრთხეების შესახებ


ალ ყაიდა და მისი ქსელი ამერიკისა და მოკავშირე ქვეყნებისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ რჩება, წერს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის უკანასკნელი ანგარიში ტერორიზმის საკითხებში. 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ, ალ ყაიდა და მისი მოკავშირეები ავღანეთიდან პაკისტანის შორეულ რაონებში გადაჯგუფდნენ. მთაგორიან ტერიტორიას ისინი საწვრთნელად კარგად იყენებენ, ახალ თავდასხმებს გეგმავენ და თალიბების დასახმარებლად ავღანეთში მეამბოხეებს აგზავნიან.

მიუხედავად იმისა, რომ ერაყში მოქმედი ალ ყაიდას ქსელი, კვლავ საშიშ დაჯგუფებად რჩება მან სერიოზული დანაკარგები ნახა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ინფრასტრუქტურისა და დაფინანსებს მხრივ. აღსანიშნავია, რომ იქ 2008 წელს კამიკაძე ტერორისტების მიერ მოწყობილმა თავდასხმებმა საგრძნობლად იყო. კამიკაძე ტერორისტების მიერ მოწყობილი აფეთქებები კი ამ ტერორისტული ქსელის სამოქმედო მზადყოფნის უმთავრესი მაჩვენებელია. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მოქმედმა კოორდინატორმა კონტრტერორიზმის საკითხებში რონალდ შქილერმა განაცხადა, რომ ერაყში, ზოგიერთი ადგილობრივი ლიდერი კვლავ აგრძელებს სუნიტი წარმომადგენლებისა და მოქალაქეების შეგონებას, რომ მათ ალ ყაიდას იდეოლოგია უარყონ.

კიდევ ერთი ცხელი წერტილი, რომელიც ტერორიზმის ახალ ანგარიშშია ხაზგასმული, არის სომალი. ჯგუფი, სახელმწოფებით "ალ შაბააბი", რომელსაც კავშირი აქვს ალ-ყაიდასთან, ქვეყნის სამხრეთსა და ცენტრალურ ნაწილში თარეშობს და ამით ახლად ჩამოყალიბებულ მთავრობას საერთაშორისო მხარდაჭერის ამარა ტოვებს. ბატონი შქილერის განცხდებით, იმისათვის,რათა სომალი ამ და სხვა პრობლემებს გაუმკლავდეს, მას მეტი საერთაშორისო მხარდაჭერა ესაჭიროება. იქვე, ანგარიშში დამოწმებულია პრესიდან მიღებული ინფორმაცია, რომ უცხოელი ექსტრემისტები სომალიში ჩავიდნენ ადგილობრივი მეამბოხეების დასახმარებლად. მათი გააქტიურება კი უფრო მეტ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო თანამეგობრობას.

2008 წელს, დაჯგუფებამ "ალ ყაიდა ისლამურ მაღებში" რომელიც ალჟირში მოღვაწეობს, ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. იემენში, ასევე გართულდა მდგომარეობა, მას შემდეგ, რაც ალ ყაიდამ იქ გასულ წელს რიგი სისხლიანი თავდასხმები განახორციელა.

აშშ აგრძელებს ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ. ამ ბრძოლას გასულ წელს, ალ ყაიდას ლიდერები ემსხვერპლნენ ერაყსა და პაკისტანში. ბევრი ლიდერი ძებნასა და მიმალვაშია. ათობით ქვეყანამ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში კანონი მიიღო, რაც კიდევ უფრო მეტად ამტკიცებს არსებულ კანონებს. ამას გარდა, მთელს მსოფლიოში გრძელდება ტერორისტთა დაფინანსების წინააღმდეგ ბროძლა, რამაც უკვე გამოიღო შედეგები. აშშ გააგრძელებს მასშტაბური სტრატეგიის განხორციელებას, რათა დიპლომატიურ, სამხედრო, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ სფეროებში, ამავე ხერხებით ტერორიზმის საფრთხე დაიძლიოს.

XS
SM
MD
LG