ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში  დემონსტრაცია  დაშალეს


დღეს თურქეთში პოლიციამ პროფკავშირების წევრების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. პოლიცია ცდილობდა ხელი შეეშალა მსვლელობისთვის, რომელიც პირველი მაისის აღსანიშნად სტამბულის მთავარ სკვერში მიემართებოდა. მედიის განცხადებით, რამოდენიმე დემონსტრანტი პროტესტის გამოხატვის დროს დააკავეს. გასულ კვირას თურქეთის პარლამენტმა აღადგინა მაისის პირველი დღე სახელმწიფო დღესასწაულად. 1980 წელს მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ პირველი მაისის დღესასწაული, როგორც ეროვნული დასვენების დღე გააუქმეს.


XS
SM
MD
LG