ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონის ვიზიტი ერაყში


ცოტა ხნის წინ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი ქლინტონი ერაყში ჩავიდა. მან თქვა რომ ამერიკა მხარს უჭერს ერაყსა და ერაყელ ხალხს. ამერიკის შეერთებულ შტატებს, ქალბატონი ქლინტონის განცხადებით, სურს ერაყი სუვერენულ, საკუთარ თავზე დამოკიდებულ და რეგიონში სრულად ინტეგრირებულ ქვეყნად ჩამოყალიბდეს.

მარტის შემდეგ, ერაყში ძალადობა მატულობს. ბაღდადში ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე ოთხი კამიკაძე ტერორისტის მიერ განხორციელებულმა აფეთქებებმა 160 ერაყელის სიცოცხლე იმსხვერპლა. ქლინტონმა ქლინტონმა მაშინ თქვა: “მე ვგმობ ამ ფაქტებს, რომლებიც ერაყში პროგრესს აფერხებს. მე და ამერიკელები ვლოცულობთ იმათთვის, ვინც ამ აფეთქებებში დაიღუპა და მათ ოჯახებს სამძიმარს ვუცხადებთ. ძალადობის ამ ფაქტებმა კიდევ უფრო მეტად გაუსვა ხაზი იმას, რომ ერაყელ ხალხს საკუთარი სამშობლოსთვის უკეთესი მომავალი სწადია. ხალხისა და მთავრობის საპასუხო რეაქცია ამ თავდასხმების შემდეგ, ერთიანი და მტკიცე იყო.” თქვა მან.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ძალადობასთან ბრძოლა ერაყის უშიშროების ძალების დახმარებისა და შეიარაღების გაგრძელებას ნიშნავს. საბოლოო ჯამში, კი ერაყის შეიარაღებული ძალები დამოუკიდებლად შესძლებენ რელიგიურ ნიადაგზე წარმოქმნილი დაპირისპირების აღკვეთას ერაყში.

2011 წლისთვის ამერიკის სამხედრო მისიის დასრულებით ერაყში ახალი ფაზა დაიწყება ამერიკა- ერაყის ურთიერთობებში. მაშინ როცა ამერიკა შეამცირებს თავის სამხედრო როლს ერაყში, გაიზრდება თანამშრომლობა სამოქალაქო სექტორებს შორის იმ სტრატეგიული შეთანხმების საფუძველზე, რომელსაც ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა 2008 წლის დეკემბერში. ამერიკა განახორციელებს განვითარების და დიპლომატიურ ინიციატივებს, ასევე იმუშავებს სხვა რეგიონალური პროცესების დასაჩქარებლად, რაც საზღვრის დაცვასა და დევნილთა საკითხების მოგვარებას გულისხმობს.

ერაყელმა ხალხმა, ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ძალადობას ბევრჯერ გაუძლო და დაუპირისპირდა. ერაყელებმა ამ დროს უზარმაზარი მსხვერპლი გაიღეს. დიდი დანაკლისი ნახა ამერიკამაც. მაგრამ ახლა, ჰილარი ქლინტონის განცხადებით, შეერთებული შტატები ამაყობს იმ პროგრესით, რომელსაც ერაყელებმა მიაღწიეს. იმავდროულად, ამერიკა ერაყისა და ერაყელების მხარდამხარ იბრძვის უკეთესი მომავლის ასაშენებლად.

XS
SM
MD
LG