ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპოზიციის ლიდერები დიპკორპუსთან კონტაქტს ამყარებენ!


ოპოზიციის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება შექმნან ჯგუფი, რომელსაც რეგულარული კონტაქტი ექნება საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებთან. ოპოზიციის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საგრანგეთის ელჩის ერიკ ფურნიეს განცხადება” მე ვგმობ იმ ფაქტს, რომ რამდენიმე ასეული ადამიანის ქმედების გამო პარლამენტის თავმჯდომარე დ.ბაქრაძე იძულებულია ჩვენთან ერთად სასტუმროში იმუშაოს. მიუღებელია, რომ ჩვენ იძულებულნი ვართ სასტუმრში მივიდეთ შეხვედრაზე დავით ბაქრაძესთან, და ეს სამწუხაროა!”ქალთა პარტიის დამფუძნებლის და ალიანსი თავისუფლებისთვის ერთ-ერთი ლიდერის გუგული მაღრაძის თქმით, ოპოზიციას პარლამენტის შენობის ბლოკირება არ მოუწყვია და პარლამენტის წევრებს თუ უბრალოდ არ შეუძლიათ გაიარონ აქციის მონაწილეთა სიახლოვეს, ეს ოპოზიციის ბრალი არ არის.
XS
SM
MD
LG