ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა და რუსეთი მოლაპარაკებებისთვის  ემზადებიან 


შეერთებული შტატები და რუსეთი სტრატეგიული იარაღის შემცირებისკენ მიმართული მოლაპარაკებების გამართვისკენ ემზადებიან. რუსეთის არმიის შტაბის უფროსმა გენერალმა ნიკოლაი მაკაროვმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა ფართომასშტაბიანი შემცირებისთვის. მოალპარაკებები ხვალ რომში უნდა დაიწყოს. აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული იარაღის შემცირების ამჟამად მოქმედი ხელშეკრულების მოქმედების ვადა მიმდინარე წელს იწურება. გენერალმა მაკაროვმა ინტერფაქსის ახალი ამბების სააგენტოს განუცხადა, რომ ხელისშემწყობი სიტუაციის არსებობის შემთხვევაში რუსეთი მნიშვნელოვნად შეამცირებს ბირთვული ქობინების, რაკეტებისა და ბომბდამშენების რაოდენობას. მისი თქმით ეს უფრო ვრცელი სემცირება იქნება ვიდრე 2002 წელს მოსკოვის ხელშეკრულების დროს იყო ნაწირნასწარმეტყველევი.

XS
SM
MD
LG