ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის პრეზიდენტი  პალესტინელთა ლიდერს შეხვდება


28 მაისს პრეზიდენტი ობამა და პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი შეხვდებიან ერთმანეთს. გუშინ თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ბატონმა ობამამ უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში, ისრაელის, პალესტინელტა და ეგვიპტის ლიდერებს სთხოვა მასთან შეხვედრა. ამერიკის პრეზიდენტმა იმის იმედი გამოთქვა, რომ ისრაელი და პალესტინელები კეთილ ნებას გამოავლენენ და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებას შეუწყობენ ხელს. ბატონი ობამა ურყევად უჭერს მხარს წმინდა მიწაზე ორი სახლელმწიფოს არსებობას და დარწმუნებულია, რომ ისრაელსა და პალესტინელებს შორის ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ბრძოლა ორივე ერის ინტერესებს ლახავს.


XS
SM
MD
LG