ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა მუსლიმებს დიალოგს სთავაზობს



ამერიკელები, უმეტესად, რეგლიგიურები არიან.

ამერიკელთა ბევრი წინაპარი, ამ მიწა-წყალზე რელიგიურ დევნას გამოექცა. შესაბამიად, რელიგიური თავისუფლება ამერიკის კონსტიტუციაშიც არის გარანტირებული.

ბოლო დროს ამერიკაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად,90 პროცენტზე მეტ ამერიკელს ღმერთი სწამს.

78 პროცენტს კი ლოცვა ყოველდღიური ცხოვრების აუცილებლ შემადგენელ ნაწილად წარმოუდგენია.

თავის საინაუგურაციო მიმართვაში, ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ ამერიკა მდიდარია ამ ქვეყანაში ყველა აღმსარებლობის წარმომადგენელთა ყოფნით.

“ ჩვენი მემკვიდრეობა ჩვენი სიძლიერეა და არა სისუსტე.

ჩვენ, ამერიკელები, ქრისტიანების, მუსლიმების, იუდეველებისა, ისევე როგორც ათეისტების ერთობლიობა ვართ.”

ამერიკა ელის იმ დღის დადგომას, როცა ხალხებს ყველგან მსოფლიოში თავისუფლად, მთავრობის ჩარევისა და დისკრიმინაციის გარეშე შეეძლებათ ადიდონ თავიანთი ღმერთი და პატივი სცენ საკუთარ რელიგიას.

ბარაკ ობამამ საზღვარგარეთ მოგზაურობისას, იგივე მიმართვა გაიმეორა:

გახლეჩილ საზოგადოებებს შორის კავშირის აღდგენა და ხალხების კეთილდღეობა.

თურქეთის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, პრეზიდენტმა ობამამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკელებს სურვილი აქვთ მთელი მსოფლიოს მუსლიმებს შეუერთდნენ ამ მიზნის მიღწევაში.

“ჩვენს კულტურულ ინტერესებსა და ურთიერთპატივისცემაზე დაყრდნობით, ჩვენ ასეთი ურთიერთობის სურვილი გვაქვს.

ჩვენ ყურადღებით მოვისმენთ,

აღმოვფხრავთ გაუგებრობებს და ნორმალურ, საერთო პლატფორმას მოვძებნით.

ჩვენ მოწიწებით მოვისმენთ, მაშინაც კი როცა ჩვენ სხვა აზრზე ვართ.

ჩვენს ღრმა პატივისცემას გადავცემთ ისლამურ სამყაროს, რომელსაც ბევრი გაუკეთებია საუკუნეების მანძილზე ჩვენი სამყაროს შესაქმნელად, მათ შორის ამერიკის განვითარების მიზნით.

ამერიკას, ბარაკ ობამას განცხადებით, მუსლიმი ამერიკელები ამდიდრებენ.

“ბევრ სხვა ამერიკელს ოჯახში მუსლიმი წევრი ჰყავათ, ან არადა მათ მუსლიმებით დომინირებულ ქვეყნებში უცხოვრიათ.

ეს ყველაფერი ვიცი, იმიტომ რომ მეც ერთერთი მათგანი ვარ”.

ბარაკ ობამას განცხადებით, აქცეენტი იქნება იმაზე, თუ რისი გაკეთება შეიძლება სხვა ადამიანებთან და ხალხებთან პარტნიორობით მუსლიმურ ქვეყნებში, რათა საერთო ოცნებები და იმედები განხორციელდეს.

როცა ადამიანები უკან მოიხედებიან, მათ უნდა თქვან, რომ ამერიკამ მეგობრობის ხელი გაუწოდა სხვა ქვეყნებს.


XS
SM
MD
LG