რუსეთი აღარ მიიღებს მონაწილეობას ნატოს სამხედრო შტაბების ხელმძღვანელების შეხვედრაში.
გუშინ რუსეთის ოფიციალურმა
პირებმა განცხადეს, რომ სამხედრო თანამშრომლობის
დაწუებამსდე მათ სურთ პოლიტიკური დიალოგი ალიანსთან.
მაგრამ ამასთან
მოსკოვი რამოდენიმე ხნით ადრე დაიმუქრა რომ იგი ნატოს სამხედრო მეთაურებთან მოლაპარაკებებზე
არ წავა თუ საქართველოში დაგეგმილი სამხედრო წვრთნები ჩატარდება
მაისში.
როგორც ამერიკის
სახელმწეფო დეპარტამენტის სპიკერი რობერტ ვუდი აცხადებს სამხედრო წვრთნები დაგეგმილი იყო დიდი ხნით ადრე
და არ წარმოადგენს საშიშროებას არც რუსეთისთვის და არც რომელიმე სხვა ქვეყნისთვის.
მისივე განცხადებით,
წვრთნების მიზანია დაეხმაროს საქართველოს ნატოს
სტანდარატებთან გათანაბრებაში.
საქართველოში შარშან აგვისტოში განხორციელებული რუსეთის აგრესიის
შემდეგ ნატომ გაწყვიტა რუსეთთან ურთიერთობებ, ბოლო ხანებში კი ორივე მხარე შეთანხმდა
კონტაქტის აღდგენაზე.